იტალიელმა ჟურნალისტმა, მარიო პალიარიმ რუსულ მედიასთან საუბრისას სკანდალური განცხადება გააკეთა.
როგორც პალიარი ამბობს, ტორინოს რუსი ფეხბურთელი, ალექსეი მირანჩუკი ხვიჩა კვარაცხელიას და სხვა სერია A-ს ვარსკვლავებს ბევრად აღემატება:
"მირანჩუკი ტურინული გუნდის საუკეთესო მოთამაშეა და სავსებით ლოგიკურია, რომ ის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის იბრძვის. ალექსეი თავის კონკურენტებს სულაც არ ჩამოუვარდება, მეტიც, ის კვარაცხელიას, დი მარიას და ოსიმენს აღემატება კიდეც."
ცნობისთვის, სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის სწორედ ზემოაღნიშნული მოთამაშეები იბრძვიან.