"ხვიჩა რეალის ფილოსოფიას იდეალურად მოერგება" - დინამოს აკადემიის მენეჯერი » სპორტის ხაზი

"ხვიჩა რეალის ფილოსოფიას იდეალურად მოერგება" - დინამოს აკადემიის მენეჯერი

"ხვიჩა რეალის ფილოსოფიას იდეალურად მოერგება" - დინამოს აკადემიის მენეჯერი
5-03-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიასა და მადრიდის რეალის შესაძლო კავშირზე უამრავი გამოცემა წერს, ერთ-ერთი Diario AS გახლავთ.

ესპანურ წყაროს ანდრეას კარასკოს კომენტარი მოჰყავს. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც დინამო თბილისის აკადემიის მოქმედი, ხოლო ბარსელონას ყოფილი მენეჯერი გახლავთ:

"ბარსელონაში მიმუშავია და ზუსტად ვიცი თუ რამხელა წნეხია ახალგაზრდა მოთამაშეებზე პირველ გუნდში მოსახვედრად. ვფიქრობ, ხვიჩა კვარაცხელიასთვის მადრიდში გადასვლა რამდენიმე ნაბიჯით წინ გადახტომა იქნებოდა, თუმცა მიმაჩნია, რომ ის რეალის ფილოსოფიას იდეალურად მოერგება." - თქვა კარასკომ

ცნობისთვის, მადრიდული გრანდი ჯუდ ბელინგემსაც აკვირდება და იმ შემთხვევაში თუ ფლორენტინო პერესი ინგლისელის შეძენას ვერ მოახერხებს, მაშინ მის ალტერნატივად სწორედ ქართველს დაუკავშირდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი