"კვარა & ოსიმენის დუეტი ჭექა-ქუხილს მაგონებს" | ენრიკო ფედელე » სპორტის ხაზი

"კვარა & ოსიმენის დუეტი ჭექა-ქუხილს მაგონებს" | ენრიკო ფედელე

"კვარა & ოსიმენის დუეტი ჭექა-ქუხილს მაგონებს" | ენრიკო ფედელე
23-02-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

პარმას ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ენრიკო ფედელემ, რომელიც ნაპოლის შეფასებით ხშირად გამოირჩევა ხოლმე, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის მომაკვდინებელი დუეტი ჭექა-ქუხილს შეადარა:

"კვარაცხელია და ოსიმენი გასაოცარნი არიან, ისინი ჭექა-ქუხილს მაგონებენ, რადგან ამ მოვლენის მსგავსად, კვარა და ვიქტორი უზარმაზარ ხმაურს იწვევენ, შემდეგ კი ელვასავით მეტოქეებს თავს ესხმიან. ალბათ, რთული გასარკვევია თუ რომელს უფრო დიდი ძალაუფლება აქვს, მაგრამ ერთი კი ცხადია, როდესაც ისინი ერთად არიან ყველაფრის განადგურება შეუძლიათ."

"ბოლო პერიოდის განმავლობაში, თავში ერთი ფიქრი მიტრიალებს: როგორი იქნებოდა ნაპოლი ქართველისა და ნიგერიელის გარეშე? წარმოვიდგინოთ, რომ შეტევაში რასპადორი/სიმეონეს დუეტი თამაშობს, წესით, ასეთ დროს ნაპოლი ბევრად სუსტი იქნებოდა. შესაბამისად, დასკვნა გვეუბნება, რომ გუნდის სიძლიერე ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. ცხადია, სპალეტის დამსახურებას არავინ უკარგავს, თუმცა მთავარი წყალგამყოფი სწორედ მოთამაშეები არიან."


ამ ყველაფრის შემდეგ, ენრიკო ფედელემ ერთი საინტერესო შედარებაც მოიყვანა, რაც კვარასა და ოსიმენის გამორჩეულობას ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს:

"თქვენ შეგიძლიათ, რომ კერძი ნებისმიერი ინგრედიენტის საშუალებით მოამზადოთ, თუმცა თუ მას ხარისხი არ ექნება, მაშინ არც არავის დაამახსოვრდება" - თქვა ფედელემ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი