"დიეგო არმანდო მარადონას" სტადიონის დიქტორმა, დანიელე ბელინმა იტალიურ პრესასთან საუბრისას "ნაპოლის" პერსპექტივებზე ისაუბრა.
ბელინიმ იტალიურ გუნდში არსებულ სიტუაციასთან ერთად, ორიოდე რამ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეც თქვა და განაცხადა:
"როგორია დღევანდელი ნაპოლი? მე ვხედავ დიდ გუნდს. გუნდი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს თავისი სურვილების განსახორციელებლად და გულშემატკივრების გასახარებლად. პრეზიდენტმა თქვა, რომ დიდ გუნდს შექმნიდა და ასეც ხდება.
რამდენად ძლიერია კვარაცხელია? ის ძალიან ძლიერია და მისი დრიბლინგი მომაკვდინებელია. ძლიერი ბიჭია, რომელიც აუცილებლად ბევრს მიაღწევს. ",- თქვა ბელინიმ.