18 წლის ბიჭი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი უკვე ორჯერ გახდა - ვინ არის ალექსანდრე წივწივაძე? » სპორტის ხაზი

18 წლის ბიჭი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი უკვე ორჯერ გახდა - ვინ არის ალექსანდრე წივწივაძე?

18 წლის ბიჭი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი უკვე ორჯერ გახდა - ვინ არის ალექსანდრე წივწივაძე?
27-09-2022, 20:15
Aa Aa
გაზიარება:

საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ვიდეოს, რომელიც ქართველ ნიჩბოსანს, კერძოდ ახალგაზრდა ალექსანდრე წივწივაძეს შეეხება, რომელიც 18 წლის ასაკში მსოფლიოს ჩემპიონი უკვე ორჯერ გახდა.

"პირველი მსოფლიოს ჩემპიონობა ნამდვილი საოცრება იყო, ხალხი ვალერიანით გვასულიერებდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი გამარჯვება იყო, უნდა ითქვას, რომ ალექსანდრეს ტრიუმფს ველოდით კიდეც, რადგან კარგად ვიცოდით თუ რამხელა შრომა ჰქონდა მას მოსამზადებელ პერიოდში გაწეული", - ალექსანდრეს დედა.

"ჩემი ტაქტიკა? - მოწინააღმდეგეს ფორას ვაძლევ და ბოლოსკენ დაწევას ვახერხებ. უბრალოდ, ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალიან მომივიდა, თუმცა მოკლე მონაკვეთში დიდი ჩამორჩენის აღმოფხვრა მაინც მოვახერხე. საბოლოოდ, როდესაც ფინიშამდე მივედით, ესპანელი კონკურენტი გამარჯვებას აღნიშნავდა და ვიფიქრე, რომ სწორედ ის იყო გამარჯვებული, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა."

"ყველაზე მნიშვნელოვანი მედალი? - მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება პორტუგალიაში, რომელიც დიდხნიანი ცუდად ყოფნის მიუხედავად, მაინც მოვიპოვე. ამდენად, ის ჩემთვის ყველაზე მეტად ფასობს".

"ჩემი პირველი მედალი, 13 წლის ასაკში პირველ საერთაშორისო ტურნირზე იტალიაში ავიღე. გარდა ამისა, ოლიმპიური მედლების მედალი მაქვს აღებული, რაც, რა თქმა უნდა, ასევე დასამახსოვრებელია ჩემთვის. ასევე, მაქვს ევროპისა და საქართველოს მედლებიც".

"დილას ყოველთვის 9 საათზე ვიღვიძებ და ვვარჯიშობ დღეში 2-ჯერ. ხშირად, დღეები ერთმანეთს ჰგავს, თუმცა ეს არ მადარდებს".

"შეჯიბრის დაწყებამდე რაიმე რიტუალი? - დიახ, მაქვს. სტარტამდე ფეხს წყალში ვყოფ და წყალს მაღლა ვასხამ, რაც, ვფიქრობ, რომ უკეთეს ხასიათზე მაყენებს და მეტად თავდაჯერებულს მხდის".

"ჩემი მიზანი ისაა, რომ კიდევ მრავალგზის მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე. რასაკვირველია, როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ, ვგრძნობ ხალხის სიყვარულსა და დაფასებას, რაც ჩემთვის კიდევ უფრო დიდი სტიმულია, რათა გავხდე უკეთესი", - ალექსანდრე წივწივაძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.