"კვარაცხელია პროდუქტიული მხოლოდ თანაგუნდელების გამოა" | რუსი ფეხბურთელი » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია პროდუქტიული მხოლოდ თანაგუნდელების გამოა" | რუსი ფეხბურთელი

"კვარაცხელია პროდუქტიული მხოლოდ თანაგუნდელების გამოა" | რუსი ფეხბურთელი
17-02-2023, 17:40
Aa Aa
გაზიარება:

რუსული კლუბის, კერძოდ ყუბანის ყოფილმა ფეხბურთელმა, ალექსანდრ ჩუგონოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დამცინავი და ირონიული კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ქართველის ნაპოლიში პროდუქტიულობას მხოლოდ კარგი თანაგუნდელები განაპირობებენ:

"გაიხსენეთ ის დრო, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში თამაშობდა, მაშინ ყველა ამბობდა, რომ ათობით მეტრის გარბენის შემდეგ, ხვიჩას ფეხებში ძალა ეცლებოდა და კარგად თამაშის უნარი ერთმეოდა. მას ძალიან გაუმართლა, ახლა ისეთ გუნდშია, სადაც მისი კოზირების გამოვლენა იდეალურად გამოსდის, რომ არა თანაგუნდელები, ხვიჩა ისეთივე უღიმღამო იქნებოდა, როგორიც რუსეთში თამაშისას იყო."

"იცით რა, დააბრუნეთ ქართველი ძველ ჩემპიონატში და კვლავ უუნარო და უფერული გახდება, მის ახლანდელ თამაშს მხოლოდ კარგი თანაგუნდელები განაპირობებენ."
- თქვა ჩუგონოვმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი