"ძლიერი კვარაცხელია მოსკოვის ლოკომოტივის პროდუქტია" | იან დურიცა » სპორტის ხაზი

"ძლიერი კვარაცხელია მოსკოვის ლოკომოტივის პროდუქტია" | იან დურიცა

"ძლიერი კვარაცხელია მოსკოვის ლოკომოტივის პროდუქტია" | იან დურიცა
16-02-2023, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილმა ფეხბურთელმა, იან დურიცამ საქართველოს ნაკრების ლიდერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე უცნაური კომენტარი გააკეთა:

"ყველა ხედავთ, თუ რამდენად ძლიერია ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში. დიახ, ეს ასეა, მისი სიძლიერე და კარგი თამაში მოსკოვის ლოკომოტივმა განაპირობა, ის რუსული გუნდის პროდუქტია." - თქვა იან დურიცამ

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი რუსულ კლუბში 2019 წელს თამაშობდა და სულ რაღაც 10 მატჩი გამართა. ალბათ, სლოვაკი ფეხბურთელი სხვა რეალობაში ცხოვრობს..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი