გვარდიოლა: "ძალიან მრცხვენია და ამის გამო ჯერარდს ბოდიშს ვუხდი" » სპორტის ხაზი

გვარდიოლა: "ძალიან მრცხვენია და ამის გამო ჯერარდს ბოდიშს ვუხდი"

გვარდიოლა: "ძალიან მრცხვენია და ამის გამო ჯერარდს ბოდიშს ვუხდი"
14-02-2023, 21:34
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ სტივენ ჯერარდს ბოდიში საჯაროდ მოუხადა.

"ბოდიშს ვუხდი სტივენ ჯერარდს ჩემი არასაჭირო და სულელური კომენტარისთვის. ძალიან მრცხვენია, რადგან სტივენი ამ სიტყვებს არ იმსახურებდა, მან კარგად იცის თუ როგორი აღფრთოვანებული ვარ მისი კარიერით.

მას პირადად ბოდიში უკვე მოვუხადე, მაგრამ ამის გაკეთება საჯაროდაც მინდა - ბოდიში არა მხოლოდ მას, არამედ ჯერარდის მთელ ოჯახს მოვუხადე
", - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, ინგლისის პრემიერ ლიგამ ცოტა ხნის წინ მანჩესტერ სიტი ფინანსური წესების მრავალჯერად დარღვევაში დაადანაშაულა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პეპ გვარდიოლას გუნდს სანქციები, მათ შორის ქულების დაკლებაც და მოგებული ტურნირების გაუქმებაც ემუქრება.

დაახლოებით სამი დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, გვარდიოლამ ბოლოდროინდელ მოვლენებზე ისაუბრა.

"არ ვიცი, ალბათ სტივენ ჯერარდის ფეხის დაცდენაც ჩვენი ბრალია. სტივენ ჯერარდს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ეს მომენტი ჩვენ გვეკუთვნის. ჩვენ ვიმარჯვებდით და ტიტულებიც ჩვენია."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.