"ამ თამაშს მთელი მსოფლიო ელოდება", - სალიჰამიჯიჩი პსჟ-სთან დაპირისპირების წინ » სპორტის ხაზი

"ამ თამაშს მთელი მსოფლიო ელოდება", - სალიჰამიჯიჩი პსჟ-სთან დაპირისპირების წინ

"ამ თამაშს მთელი მსოფლიო ელოდება", - სალიჰამიჯიჩი პსჟ-სთან დაპირისპირების წინ
12-02-2023, 16:53
Aa Aa
გაზიარება:

14 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე პსჟ-ს გასვლაზე დაუპირისპირდება.

მატჩამდე ორი დღით ადრე, აღნიშნულ შეხვედრაზე მიუნხენის ბაიერნის დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა ისაუბრა.

"საფრანგეთში, გერმანიაში და მთელ ევროპაში ამ თამაშს ყველა ველოდებით. იმედია კარგი მატჩი გამოვა.

ყოველთვის შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ, რადგან გვინდა რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანოთ - ეს არის ჩვენი ფილოსოფია. სეზონის პირველი ნახევარი კარგად ჩავატარეთ და ასე გაგრძელება გვსურს
", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი