ისტორია გრძელდება - 38 წლის სილვამ ჩელსისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა » სპორტის ხაზი

ისტორია გრძელდება - 38 წლის სილვამ ჩელსისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ისტორია გრძელდება - 38 წლის სილვამ ჩელსისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
11-02-2023, 15:21
Aa Aa
გაზიარება:

ტიაგო სილვამ ლონდონის ჩელსისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა - ინფორმაციას ამის შესახებ ინგლისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ახალი კონტრაქტის თანახმად, 38 წლის მცველი ჩელსის შემადგენლობაში 2024 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.

"ბედნიერი ვარ, რომ კარიერას ჩელსიში კიდევ გავაგრძელებ. როდესაც აქ ხელი პირველ კონტრაქტს მოვაწერე, მხოლოდ ერთ წელზე იყო გათვლილი და ახლა უკვე მეოთხე წელია აქ ვარ. ამას უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდი და ცხადია, ეს ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია", - განაცხადა სილვამ.

ცნობისთვის, ლონდონის ჩელსი პრემიერ ლიგაში 22-ე ტურის შემდეგ, 31 ქულით მე-9 პოზიციაზე იმყოფება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი