"სიძლიერე, ასაკი, კეთილშობილბა, ალტრუიზმი" | ნაპოლის ლეგენდა ხვიჩასა და ვიქტორზე » სპორტის ხაზი

"სიძლიერე, ასაკი, კეთილშობილბა, ალტრუიზმი" | ნაპოლის ლეგენდა ხვიჩასა და ვიქტორზე

"სიძლიერე, ასაკი, კეთილშობილბა, ალტრუიზმი" | ნაპოლის ლეგენდა ხვიჩასა და ვიქტორზე
10-02-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

"ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი ფენომენალური წყვილის მონაწილენი არიან" - მოჰყავს უცხოურ ვებგვერდს, Punchg-ს ნაპოლის ლეგენდის, ჯიანი იმპროტას სიტყვები, რომელმაც ქართველისა და ნიგერიელის შესახებ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

"ჩემი აზრით, ეს ბიჭები ევროპაში საუკეთესოები არიან, თუნდაც მხედველობაში ახალგაზრდული ფრთა გვყავდეს. მათ საოცარი პოტენციალი აქვთ და განვითარება კიდევ უზარმაზარი დოზით შეუძლიათ."

"ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენისგან მომდევნო 10 წლის განმავლობაში კიდევ ბევრს ვიხილავთ, მთავარია მათი თამაში სიამოვნების წყაროს კვლავ წარმოადგენდეს. მათ აქვთ კარგი ასაკი, ფიზიკური ძალა, კეთილშობილება და ალტრუიზმი, ხვიჩა და ვიქტორი ყოველ ახალ მატჩში კიდევ უფრო დახვეწილები არიან."
- ჯიანი იმპროტა

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი თავის მომდევნო შეხვედრას 12 თებერვალს გამართავს, მეტოქე კი ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი