საქართველო - გიბრალტარი - ყველაფერი, რაც მატჩის წინ უნდა იცოდე » სპორტის ხაზი

საქართველო - გიბრალტარი - ყველაფერი, რაც მატჩის წინ უნდა იცოდე

საქართველო - გიბრალტარი  - ყველაფერი, რაც მატჩის წინ უნდა იცოდე
26-09-2022, 13:49
Aa Aa
გაზიარება:

დღეს საქართველო ნაკრები გიბრალტარის ეროვნულ გუნდს უპირისპირდება. მოგების შემთხვევაში "ჯვაროსნები" 11 მატჩიან წაუგებელ სერიას გამოაცხობენ, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

გუშინ, ბევრისთვის ძალიან მოულოდნელად განვითარდა მოვლენები - პირველი, ყაზახეთის ეროვნულმა ნაკრებმა ჩვენს მეზობლად, კერძოდ აზერბაიჯანში ითამაშა და 3-0 დამარცხდა. მეორე ის არის, რომ ბევრისთვის გასაკვირად თურქეთის ნაკრები ბევრისთვის მოულოდნელად ფარერებიდან 0 ქულით დაბრუნდა (2-1). აღსანიშნავია, რომ ყაზახების საბოლოო მაჩვენებელი 13 ქულაა (ბურთების სხვაობა 8:6). ანალოგიური მაჩვენებელი აქვს თურქეთის ნაკრებს, თუმცა მათ გაცილებით უკეთესი ბურთების სხვაობა აქვთ ( 18:5). შესაბამისად, დღეს თუ საქართველო გიბრალტარს დაამარცხებს, ან თუნდაც ფრეს ითამაშებს, მაშინ ჩვენს ბიჭებს ნახევარფინალში მასპინძლობის სტატუსი გარანტირებული ექნებათ.

ერთადერთი, რამაც შესაძლოა სიტუაცია შეცვალოს, ეს საბერძნეთია, რომელსაც ჩრდილოეთ ირლანდიასთან სახლში, 27 სექტემბერს მოუწევს შეხვედრის გამართვა. დღევანდელი მონაცემებით, ბერძნებს 12 ქულა აქვთ (ბურთების სხვაობა 7:1) და განურჩევლად იმისა, თუ რა შედეგს დააფიქსირებს საბერძნეთი, საქართველო ოთხი ქვეყნის კონკურენციაში მაინც პირველ პოზიციას დაიკავებს.

დანაკლისი - გუშინ, ეროვნული ნაკრები მალაგაში 22 კაციანი შემადგენლობით ჩავიდა. გუნდს მაღალი ტემპერატურის გამო, გიორგი ჩაკვეტაძე დააკლდება. 23 წლის ფეხბურთელმა ამავე მიზეზის გამო წინა თამაშიც გამოტოვა, მაკედონიის წინააღმდეგ.

საქართველო - გიბრალტარი  - ყველაფერი, რაც მატჩის წინ უნდა იცოდე


საიუბილეო მატჩი - დღეს, გიბრალტართან მონაწილეობის შემთხვევაში, ქართველი ცენტრალური-მცველისთვის, გურამ კაშიასთვის ეს საიუბილეო, მე-100 შეხვედრა იქნება.


ვილი სანიოლი კაშიაზე: "მას კიდევ 100 შეხვედრის ჩატარება შეუძლია ეროვნული ნაკრების მაისურით."

შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოსა და გიბრალტარს შორის დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი