ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს. ახალგაზრდა სპეციალისტი ბელგიელებს 2026 წლის მუნდიალის ჩათვლით უხელმძღვანელებს.
აღნიშნული ცნობა ბელგიურმა მედიამ გაავრცელა. საქმე მალე ოფიციალურად დაიხურება. ტედესკო ბელგიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დამრიგებელი იქნება, ის მხოლოდ 37 წლისაა. იგი ბოლოს “ლაიფციგს” წვრთნიდა.
ბელგიის ნაკრებს 2016-2022 წლებში რობერტო მარტინესი ავარჯიშებდა.