კარლსრუეს სპორტული დირექტორი - 'ზივზივაძე ჩვენს შეტევას შესანიშნავად შეავსებს და გააძლიერებს' » სპორტის ხაზი

კარლსრუეს სპორტული დირექტორი - 'ზივზივაძე ჩვენს შეტევას შესანიშნავად შეავსებს და გააძლიერებს'

კარლსრუეს სპორტული დირექტორი - 'ზივზივაძე ჩვენს შეტევას შესანიშნავად შეავსებს და გააძლიერებს'
31-01-2023, 19:19
Aa Aa
გაზიარება:

ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერი მეორე ბუნდესლიგის კარლსრუემ დაადასტურა და ქართველის ტრანსფერზე სპორტული დირექტორის, ოლივერ კრეიზერის კომენტარი გამოაქვეყნა.

"გასულ ზაფხულს ზივზივაძე უკვე გვყავდა სატრანსფერო სამიზნეში, მაგრამ მაშინ ამის განხორციელება ვერ მოვახერხეთ. ბუდუ არის საერთაშორისო გამოცდილების მქონე მოთამაშე, რომელიც შესანიშნავად შეავსებს და გააძლიერებს ჩვენს შეტევას. ის არის მრავალმხრივი და შეტევის მიმართულების მოულოდნელი შეცვლა შეუძლია."


კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ზივზივაძემ კარლსრუესთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და 19 ნომრით ითამაშებს. ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერს კლუბის პრესსამსახური გამოეხმაურა.

„ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე კარლსრუეში უნგრული ფეჰერვარიდან ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე გადმოვიდა. კონფერენს ლიგის საკვალიუფიკაციო ეტაპის მატჩებიდან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ყველამ უნდა იცოდეს, ვინც ფეხბურთით არის დაინტერესებული და გერმანულ ფეხბურთს ადევნებს თვალს. იქ მისი წინა კლუბი ფეჰერვარი კიოლნს შეხვდა" – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი