'ვიცით როგორ შევაჩეროთ' - ნაპოლის კაპიტანი პაულო დიბალას განეიტრალებაზე » სპორტის ხაზი

'ვიცით როგორ შევაჩეროთ' - ნაპოლის კაპიტანი პაულო დიბალას განეიტრალებაზე

'ვიცით როგორ შევაჩეროთ' - ნაპოლის კაპიტანი პაულო დიბალას განეიტრალებაზე
28-01-2023, 14:51
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ლუჩანო სპალეტის ნაპოლი თავის მომდევნო შეხვედრას ხვალ, ჟოზე მოურინიოს რომას წინააღმდეგ 23:45-ზე გამართავს.

ცხადია, ამ თამაშს საჩემპიონო რბოლაში დიდი მნიშვნელობა ექნება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს დერბი დელ სოლეა, ხოლო დერბებისადმი როგორი დამოკიდებულება აქვთ იტალიაში, ეს საყოველთაოდ ცნობილია.

პლუს აღსანიშნავია "რომას" დამაჯერებელი ფორმა, რომელმაც ბოლოს მარცხი 6 ნოემბერს "ლაციოს" წინააღმდეგ განიცადა - 1:0. ეს მეტწილად კი პაულო დიბალას დამსახურებაა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, კარგი სტარტი აიღო. ახალგაზრდა ფეხბურთელის ანგარიშზე სერია A-ს ეგიდით 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

რა თქმა უნდა პაულოს გაჩერება მარტივი არ იქნება, თუმცა როგორც პარტნოპეის კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ განაცხადა, გუნდს გეგმა აქვს და მათ იციან არგენტინელის შეჩერებას გზა.

"დიბალა მსოფლიო ჩემპიონია, რომა დიდი გუნდია, ამიტომ მათ წინააღმდეგ თამაში მარტივი არ იქნება. მათ ჰყავთ შესანიშნავი ფეხბურთელები და შესანიშნავი მწვრთნელი. ვიცით, რომ რთული შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს, თუმცა ჩვენს გვერდით გულშემატკივრები არიან, რომლებიც ზურგს ყოველთვის გვიმაგრებენ.

'ვიცით როგორ შევაჩეროთ' - ნაპოლის კაპიტანი პაულო დიბალას განეიტრალებაზე

პაულო დიბალა ბრწყინვალე ფორმაშია

დიბალა ჩემპიონია, მას აქვს შესანიშნავი თვისებები. ძალიან რთულია ამ ტიპის ფეხბურთელის შეჩერება, მაგრამ დაცვითი შრომით შევეცდებით მაქსიმალურად შევზღუდოთ იგი."
- განაცხადა იტალიელმა.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლისა" და "რომას" დაპირისპირება ხვალ, თბილისი დროით 23:45 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი