"რომას" ბევრი ფეხურთელი დააკლდება - თუმცა, მოურინიოს გეგმა აქვს » სპორტის ხაზი

"რომას" ბევრი ფეხურთელი დააკლდება - თუმცა, მოურინიოს გეგმა აქვს

"რომას" ბევრი ფეხურთელი დააკლდება - თუმცა, მოურინიოს გეგმა აქვს
26-01-2023, 18:44
Aa Aa
გაზიარება:

29 იანვარს, სერია A-ს მე-20 ტურის ცენტალური შეხვედრა გაიმართება, სადაც "ნაპოლი" "რომას" დაუპირისპირდება და მეტოქის სიძლიერის მიუხედავად მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებას შეეცდება.

ამ თამაშს უფრო განსაკუთრებულს კი სატურნირო მდგომარეობა ქმნის - "ჯალაროსი" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, ხოლო პარტენოპეი სკუდეტოსკენ მიიწევს, რისი მოგების შანსიც, "რომასთან" დამარცხების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება.

ამ მატჩს "რომა" მნიშვნელოვანი ფეხბურთელების არყოფნით ხვდება. ჯოზე მოურინიო ნიკოლო ზანიოლის ვერ გამოიყენებს, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელს გუნდიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილი აქვს (რამდენიმე საათის წინ დაიწერა, რომ ზანიოლოთი "ბორნმუთი" ინტერესდება). თუმცა, გუნდს კაპიტანი, ლორენცო პელეგრინი დაუბრუნდა, რომელიც სრულიად გამოჯამრთელდა და იგი პირველივე წუთებიდან სათამაშოდ მზად არის.

"რომას" ბევრი ფეხურთელი დააკლდება - თუმცა, მოურინიოს გეგმა აქვს

არ იქნება ზალიონო, მაგრამ იქნება პელეგრინი

ამასთან გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარება ჩელიკი, ასევე ტრამვა აწუხებს რიკ კარსდორპს, რომელიც უკვე თვეებია გუნდს ვერ ეხმარება. დიდი დანაკლისის მიუხედავად, როგორც La Gazzetta dello Sport-ი წერს, ჯოზე მოურინიოს იდეალური გეგმა აქვს.

" დანაკლისის მიუხედავად მოურინიოს გეგმა აქვს. მარჯვენა ფლანგზე პორტუგალიელის გეგმით ხვიჩა კვარაცხელიას სწრაფი მცველი ზალევსკი დაუდგება, სპინაცოლა და სტეფან ელ შაარავი კი პოლიტანოს შევიწროებას შეეცდებიან."

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა 29 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე არის ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი