ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლში თავის პირველ პრესკონფერენციაზე არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა - მათ შორის, ქართველმა ფეხბურთელმა საფეხბურთო კუმირიც დაასახელა და ის ფაქტიც ახსნა, რატომ აირჩია იტალიურ გუნდში 77 ნომრიანი მაისური სათამაშოდ.
"ჩემი ინსპირაცია კრიშტიანუ რონალდუა, მის გამო მომწონს მარცხენა ფლანგზე თამაში. ციფრი 7 ჩემი ფავორიტია.
კლუბში ეს ნომერი თავისუფალი არ იყო, ამიტომაც 77 ავირჩიე, რაც ორმაგ იღბალს მომიტანს", - განაცხადა ხვიჩამ.