ბექაური, გრიგალაშვილი, მაისურაძე... - პარიზის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა ცნობილია » სპორტის ხაზი

ბექაური, გრიგალაშვილი, მაისურაძე... - პარიზის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა ცნობილია

ბექაური, გრიგალაშვილი, მაისურაძე... - პარიზის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა ცნობილია
30-01-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 4-5 თებერვალს პარიზში გასამართ გრანდ სლემზე ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობით იასპარეზებს – საფრანგეთის დედაქალაქში საქართველოს სახელით ათი მამაკაცი და ორი ქალი ძიუდოისტი იჭიდავებს.

თემურ ნოზაძე, ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი , ლაშა შავდათუაშვილი , ტატო გრიგალაშვილი , ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე , ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი ბერიაშვილი , საბა ინანეიშვილი , მარიამ ციხელაშვილი, ელისო სისაური.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელ ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს: ლაშა შავდათუაშვილი შეჯიბრის ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილი მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

გეტყვით იმასაც, რომ 2023 წლის პირველი ტურნირი 27-29 იანვარს პორტუგალიის ქალაქ ალმადაში გაიმართება, სადაც გრანპრიზე საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით იასპარეზებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი