რატომ ჩაიშალა კვარაცხელიას ტრანსფერი საფრანგეთის ლიგა 1-ში? » სპორტის ხაზი

რატომ ჩაიშალა კვარაცხელიას ტრანსფერი საფრანგეთის ლიგა 1-ში?

რატომ ჩაიშალა კვარაცხელიას ტრანსფერი საფრანგეთის ლიგა 1-ში?
24-09-2022, 23:24
Aa Aa
გაზიარება:

იქამდე, სანამ კვარაცხელია ყაზანის "რუბინს" დატოვებდა და მთელ საქართველოს ამოგვასუნთქებდა, უამრავი ჭორი, დაუდასტურებელი თუ დადასტურებული ინფორმაცია წავიკითხეთ იმის შესახებ, თუ სად შეიძლებოდა გაეგრძელებინა ხვიჩას კარიერა. საბოლოოდ, ახალგაზრდა ტალანტი ნეაპოლში აღმოჩნდა და ფაქტია, რომ გაჩარხული ტრანსფერით ყველანი კმაყოფილები უნდა ვიყოთ.

მიუხედავად ამისა, ფრანგულმა Nice-Matin-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილობრივ "ნიცას" კვარაცხელიას გადაბირება ზაფხულში სერიოზულად სურდა, თუმცა ტრანსფერის ჩაშლის მთავარი მიზეზი, მაშინდელი სპორტული დირექტორის, კერძოდ ჟულიენ ფურნიეს თანამდებობიდან წასვლა გახდა.

ამდენად, შეიძლებოდა, რომ ზურიკო დავითაშვილთან და გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, საფრანგეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი ნაკრების ფეხბურთელი ყოფილიყო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი