"ლუდის ბარის ფეხბურთელები.." | იორკმა ქართველი შემტევის გუნდს დასცინა » სპორტის ხაზი

"ლუდის ბარის ფეხბურთელები.." | იორკმა ქართველი შემტევის გუნდს დასცინა

"ლუდის ბარის ფეხბურთელები.." | იორკმა ქართველი შემტევის გუნდს დასცინა
23-01-2023, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

ავსტრალიურმა კლუბმა (სადაც ბაჩანა არაბული თამაშობს), მაკარტურმა მთავარი მწვრთნელი, დუაიტ იორკი თანამდებობიდან დაითხოვა, რომელმაც დაკავებული პოსტი სკანდალური განცხადებით დატოვა.

როგორც მედიაში გავრცელდა, იორკმა მაკარტურის ფეხბურთელების ლუდის ბარის გუნდი უწოდა, თავად კლუბი კი ირონიით მოიხსენია და მისდამი დასაცინი სიტყვებიც არ დაიშურა.

ცნობისთვის, ავსტრალიურმა კლუბმა დუაიტ იორკს ხელშეკრულება გაუწყვიტა და მის ნაცვლად უახლოეს პერიოდში სტერიოვსკის დანიშნავს, რომელსაც გუნდში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობის გამოცდილება გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ ბაჩანა არაბულს მიმდინარე სეზონში 8 მატჩი, 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი