"საჩემპიონო რბოლაში ჩვენი შანსები საგრძნობლად გაიზარდა" | დი ლორენცო » სპორტის ხაზი

"საჩემპიონო რბოლაში ჩვენი შანსები საგრძნობლად გაიზარდა" | დი ლორენცო

"საჩემპიონო რბოლაში ჩვენი შანსები საგრძნობლად გაიზარდა" | დი ლორენცო
21-01-2023, 23:29
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის შეხვედრა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი სალერნიტანას ესტუმრა და ადგილობრივი გუნდი 0:2 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა კომენტარის გაკეთება "პარტენოპეის" კაპიტანს, ჯოვანი დი ლორენცოს სთხოვეს, რომელმაც შემდეგი რამ თქვა:

"ვიცოდით, რომ ჩვენთვის რთული შეხვედრა იქნებოდა, ისინი დაცვაში სრული სიმჭიდროვით თამაშობდნენ. ჩვენ ძალიან მშვიდად უნდა გვეთამაშა მათ ნახევარზე და ეს ჩაკეტილი სივრცეები გაგვეხსნა. წინასწარ ვიყავით შეგუებულები, რომ რთული შეხვედრა იქნებოდა და გვიხარია, რომ წარმატებას მივაღწიეთ. ვფიქრობ, საჩემპიონო რბოლაში ჩვენი შანსები საგრძნობლად გაიზარდა."

"ის ნამდვილად მართალია, რომ თამაშის ბედს შემტევები წყვეტენ ხოლმე, მაგრამ უკანახაზელებსაც მნიშვნელოვანი როლი გვაკისრია. ჩვენი სეზონის პირველი ნახევარი გენიალური გამოდგა მას შემდეგ, რაც არაერთი წამყვანი მოთამაშე დავკარგეთ. ჩვენ ამ ყველაფრით ძალიან კმაყოფილები ვართ, თუმცა წინ ძალიან დიდი გზაა."

"ბოლო წლებში ძალიან გავიზარდე და ამაში უდიდესი დამსახურება ლუჩანო სპალეტის ეკუთვნის, რომელმაც ნაპოლის კაპიტანი მე გამხადა. მე მაქვს მოვალეობა, რომ ყოველთვის მაქსიმუმი გავაკეთო ჩემი გუნდისთვის და მოხარული ვარ, რომ ეს ყველაფერი წარმატებით გამოგვდის."
- ჯოვანი დი ლორენცო.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი თავის მომდევნო შეხვედრას რომას წინააღმდეგ 29 იანვარს გამართავს, სადაც მონაწილეობას ხვიჩა კვარაცხელიაც მიიღებს. დღევანდელი მოგებით კი, ნაპოლი სერია A-ს 50 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ მილანს მთელი 12 ქულით უსწრებს.

ცნობისთვის, ნეაპოლურ კლუბს სეზონის პირველი ნახევარი 50 ქულით არასდროს დაუმთავრებია, შესაბამისად, ეს მათი რეკორდია! ვიმედოვნოთ, რომ ასეთი უნიკალური მიღწევის ფონზე, ქართველი ფეხბურთელის გუნდი ჩემპიონატს გამარჯვებითაც დაასრულებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი