"მერაბს შეუძლია ჩემპიონი გახდეს" - რომან დოლიძე და ლიანი ჯოჯუა დვალიშვილის ბრძოლაზე საუბრობენ » სპორტის ხაზი

"მერაბს შეუძლია ჩემპიონი გახდეს" - რომან დოლიძე და ლიანი ჯოჯუა დვალიშვილის ბრძოლაზე საუბრობენ

"მერაბს შეუძლია ჩემპიონი გახდეს" - რომან დოლიძე და ლიანი ჯოჯუა დვალიშვილის ბრძოლაზე საუბრობენ
18-01-2023, 15:51
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, UFC-ის ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქის ვინაობა ცნობილია. იგი მომავალ ბრძოლაში პიოტრ იანის დაუპირისპირდება, რომელსაც გამართულ ბრძოლებში შემდეგნაირი სტატისტიკა აქვს - 16-4 MMA ; 8-3 UFC.

ამ ბრძოლაზე კი ქართველმა სპორტსმენებმა რომან დოლიძემ და ლიანა ჯოჯუამ ისაუბრეს, რომლებიც დაპირისპირების ფავორიტად რა თქმა უნდა მერაბ დვალიშვილს მიიჩნევენ.

რომან დოლიძე: "აღსანიშნავია, რომ ეს, როგორც გულშემატკივრებისთვის, ისე დივიზიონისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრაა. პირადად მე ამ ბრძოლას მოუთმენლად ველოდები, რადგან ორივე ძლიერია და ასევე მათ ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული სტილი აქვთ.

მერაბს რაც შეეხება, თუ ალჯამეინ სტერლინგმა წონითი დივიზიონი შეიცვალა, ეს მერაბისთვის იდეალური იქნება. ამ წუთისთვის ისინი ერთმანეთთან ჩხუბზე უარს აცხადებენ, თუმცა თუ ალჯომ ქამარი დათმო, დარწმუნებული ვარ მერაბს შეუძლია ჩემპიონი გახდეს."


ლიანა ჯოჯუა : "როგორც ჩანს, პიოტრი ჩამოწერეს. მას ზედიზედ 2 წაგება აქვს და ამ ბროძოლის ჩასატარებლად ახლა იდეალური სიტუაცია არ არის. არ მინდა, რომ იანი ჩამოწერილი იყოს, თუმცა მერაბთან როგორც ჩანს, ასეა."

გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნული დაპირისპირება 12 მარტს, UFC Vegas 71-ზე შედგება. ბრძოლას ლას ვეგასი უმასპინძლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი