ამ წუთებში მიმდინარეობს კოპა იტალიის 1/8 ფინალური მატჩი, სადაც ერთმანეთს ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი და ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე უპირისპირდებიან.
ცხადია, ამ შეხვედრის გარშემო ინტერესი ქართველი ფეხბურთელების გამო არსებობს, თუმცა, სამწუხაროდ არც ხვიჩა და არც ლუკა მატჩში მონაწილეობას არ იღებენ. რაც შეეხება დანაკლისის მიზეზებს, კვარას შემთხვევაში ის ვირუსით, ხოლო ლოჩოშვილის შემთხვევაში მცირედი დაზიანებით აიხსნება.
ტაიმის მიწურულს ჯოვანი სიმეონემ მაგარი თავური შეასრულა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა, 2:1 - იხილეთ ვიდეო.