ახალ მწვრთნელთან უთანხმოება? - რატომ ვერ ითამაშებს ლოჩოშვილი "ნაპოლის" წინააღმდეგ » სპორტის ხაზი

ახალ მწვრთნელთან უთანხმოება? - რატომ ვერ ითამაშებს ლოჩოშვილი "ნაპოლის" წინააღმდეგ

ახალ მწვრთნელთან უთანხმოება? - რატომ ვერ ითამაშებს ლოჩოშვილი "ნაპოლის" წინააღმდეგ
17-01-2023, 19:14
Aa Aa
გაზიარება:

დღის ბოლოს, 00:00 საათზე კოპა იტალიის 1/8 ფინალური შეხვედრა გაიმართება, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზეს უმასპინძლებს.

შეხვედრა ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო იქნებოდა თუ ამ მატჩში მონაწილეობას ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიც მიიღებდნენ, თუმცა "კრემონეზეს" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, დავიდე ბალარდინიმ ლოჩოშვილი განაცხადშიც კი არ შეიყვანა, რაც შეეხება კვარაცხელიას, 21 წლის შემტევი ამ შეხვედრას გაციების გამო გამოტოვებს.

ქართველი გულშემატკივრები დევიდე ბალარდინის ბევრს აკრიტიკებდნენ ლუკას განაცხადს მიღმა დატოვების გამო და იმასაც ამბობდნენ, რომ თითქოს ცენტალურ-მცველს ახალ მთავარ მწვრთნელთან უთანხმოება აქვს, თუმცა როგორც ცნობილი საფეხბურთო გვერდი Geo Team - აცხადებს, 2 დღის წინ ლუკა ლოჩოშვილმა სავარჯიშო პროცესი ნაადრევად, საზარდულის ტკივილის გამო დაასრულა და ის სწორედ ამიტომ ვერ დაეხმარება დღეს გუნდს "ნაპოლის" წინააღმდეგ კოპა იტალიის 1/8 ფინალურ ეტაპზე.

"2 დღის წინ ლუკა ლოჩოშვილმა სავარჯიშო პროცესი ნაადრევად, საზარდულის ტკივილის გამო დაასრულა. ამ მიზეზით ტოვებს ლუკა მატჩს ნაპოლის წინააღმდეგ და ლოჩოს დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი