ჰატაისპორი განადგურდა | რა შეფასება მიიღო საბა ლობჟანიძემ? » სპორტის ხაზი

ჰატაისპორი განადგურდა | რა შეფასება მიიღო საბა ლობჟანიძემ?

ჰატაისპორი განადგურდა | რა შეფასება მიიღო საბა ლობჟანიძემ?
13-01-2023, 22:57
Aa Aa
გაზიარება:

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა თურქეთის სუპერ ლიგის მე-19 ტურის შეხვედრა, სადაც გალათასარაიმ ჰატაისპორი საკუთარ მოედანზე 4:0 დაამარცხა.

სტუმარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა საქართველოს ნაკრების შემტევი, საბა ლობჟანიძე, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში (88 წუთი) აქტიური იყო და გოლის გატანის შესაძლებლობაც ჰქონდა.

ამ წაგებით, ქართველი ფეხბურთელის გუნდი თურქეთის შიდა ჩემპიონატის მე-16 ადილზე 17 ქულით რჩება. რაც შეეხება საბას შეფასებას, მას Sofascore-მ 6.5 სარეიტინგო ქულა დაუწერა.

ცნობისთვის, ჰატაისპორი თავის მომდევნო შეხვედრას ტრაბზონსპორის წინააღმდეგ 28 იანვარს გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი