"აი, რა არის კვარაცხელიას რეალური პრობლემა" | იტალიელი ჟურნალისტი » სპორტის ხაზი

"აი, რა არის კვარაცხელიას რეალური პრობლემა" | იტალიელი ჟურნალისტი

"აი, რა არის კვარაცხელიას რეალური პრობლემა" | იტალიელი ჟურნალისტი
12-01-2023, 17:55
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელმა ჟურნალისტმა, რინო სესარანომ, რომელიც ნაპოლის მთელი სეზონის განმავლობაში აკვირდება, "პარტენოპეისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. Radio Crc-ის ეთერში სესარანომ ის პრობლემა გამოარჩია, რაც ქართველ ფეხბურთელს ყველაზე მეტად ტანჯავს:

"ამ წელს ნაპოლი სრულ სიგიჟეებს აკეთებს. ეს არის საფეხბურთო მაგალითი ევროპული კლუბებისთვის. ნაპოლის ფანები უფრო მეტი უნდა გახდნენ."

"ნაპოლი იუვენტუსის წინააღმდეგ მშვიდი სტრატეგიით უნდა გამოვიდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, თუ რა დატვირთვით ითამაშებს სპალეტის გუნდი, მაგრამ ისინი აშკარად გაზრდილები არიან."

"კვარაცხელიას პრობლემა? - ხვიჩას ბევრი ეჭვისთვალით უყურებს, მე კი რეალურ მიზეზს გეტყვით, თუ რატომ ვეღარ თამაშობს კარგად ხვიჩა. ქართველს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა, წნეხი, რომელსაც თუ არ განბლოკავთ და თქვენივე თავში არ დაამარცხებთ, ის თავისით არსად წავა. ვფიქრობ, კვარაცხელია ადრინდელთან შედარებით უფრო მეტს ფიქრობს ხოლმე, ამით კი მისი მეტოქეები სარგებლობენ. ხვიჩაზე ჩავარდნილი დრიბლინგები და უგოლო სერია ცუდად მოქმედებს, მან ამაზე ნაკლები უნდა იფიქროს."
- თქვა რინო სესარანომ.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლის მომდევნო შეხვედრა ხვალ, 23:45-ზე ტურინის იუვენტუსის წინააღმდეგ გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი