"მინდა ხალხს შევახსენო, რომ..." - ხერარდ პიკეს კომენტარი ბაიერნთან მატჩის შემდეგ » SPORTLINE.GE - სპორტის ხაზი

"მინდა ხალხს შევახსენო, რომ..." - ხერარდ პიკეს კომენტარი ბაიერნთან მატჩის შემდეგ

"მინდა ხალხს შევახსენო, რომ..." - ხერარდ პიკეს კომენტარი ბაიერნთან მატჩის შემდეგ
15-09-2021, 01:41
Aa Aa
გაზიარება:

ბარსელონას მცველმა ხერარდ პიკემ, ბაიერნთან 0:3 წაგების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა და მატჩი შეაჯამა:

'შედეგი ცუდია. პირველ ტაიმში უკეთ გამოვიყურებოდით, რაც შეეხება გაშვებულ ბურთებს: პირველი გოლის ეპიზოდში არ გაგვიმართლა, მეორე გოლმა კი შოკში ჩაგვაგდო.

ეჭვიც არ მეპარება, რომ კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნას შევძლებთ - ფეხბურთის ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება.
'

34 წლის მცველმა სერხი რობერტოს მიმართ გულშემატკივართა სტვენაზეც ისაუბრა და თანაგუნდელი დაიცვა:

'მინდა ხალხს შევახსენო, რომ რობერტო ამპლუით განაპირა მცველი არ არის, მაგრამ ის მუდამ მზად არის, გუნდის დასახმარებლად. მას ბარსელონა წარმოუდგენლად უყვარს.

ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ იმ ფეხბურთელის კრიტიკა, რომელსაც კლუბი უყვარს და მისთვის ყველაფერს აკეთებს, ცუდია
', - განაცხადა ხერარდ პიკემ.

კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი