VIDEO: მცირე, თუმცა დამაიმედებელი - ხვიჩა კვარაცხელიას ყველა მომენტი "სამპდორიას" წინააღმდეგ » სპორტის ხაზი

VIDEO: მცირე, თუმცა დამაიმედებელი - ხვიჩა კვარაცხელიას ყველა მომენტი "სამპდორიას" წინააღმდეგ

VIDEO: მცირე, თუმცა დამაიმედებელი - ხვიჩა კვარაცხელიას ყველა მომენტი "სამპდორიას" წინააღმდეგ
9-01-2023, 18:51
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს მე-17 ტურში 'ნაპოლი' 'სამპდორიას' დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მატჩი პარტენოპეიმ აქტიურად დაიწყო, რასაც მე-5 წუთზე 'სამპდორიას' კარში დანიშნული პენალტი მოყვა.

აღსანიშნავია, რომ ბევრის გასაკვირად პენალტი პოლიტანომ დაარტყმა, რომელმაც ეს შანსი ვერ გამოიყენა და ბურთი ძელს გაარტყა.

ამ მომენტის შემდეგ, 'ნაპოლი' ისევ აგრძელებდა შეტევებს. მატჩის მე-19 წუთზე კი ვიქტორ ოსიმენმა ფორვარდის შესაფერისად ითამაშა და გუნდი დააწინაურა.

მეორე ტაიმში ლუჩანო სპალეტის ბიჭებმა ტოტალურ უპირატესობას ფლობდნენ, რასაც 82-ე წუთზე ელიფ ელმასის მოპოვებული მეორე თერთმეტმეტრიანი მოჰყვა. პენალტი ამჯერად თვითონ მაკედონელმა შეასრულა, რომელმაც მეკარეს აუღებელი დაურტყა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დადებითად ნამდვილად ვერ შევაფასებთ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს, რომელიც Sofascore-მა მატჩის შემდეგ, 6.3 სარეიტინგო ქულით შეაფასა.

ამის მიუხედავად ხვიჩას თამაშში მაინც იყო დამაიმედებელი მომენტები - იხილეთ ქართველის ყველა მომენტი "სამპდორიას" წინააღმდეგ. (NAT'S Tv)

იხილეთ ვიდეო:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი