"ახლა უკვე გაუვალი კედელია" - MARCA გიორგი მამარდაშვილზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ახლა უკვე გაუვალი კედელია" - MARCA გიორგი მამარდაშვილზე საუბრობს

"ახლა უკვე გაუვალი კედელია" - MARCA გიორგი მამარდაშვილზე საუბრობს
23-09-2022, 13:32
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, MARCA-მ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც მის "მეტამორფოზაზე" და ბრწყინვალე სეზონზე ისაუბრა.

"გიორგი მამარდაშვილის კარიერა ვალენსიაში თავიდანვე იდეალურად არ ვითარდებოდა. ქართველმა მეკარემ სულ რაღაც ერთი წლის წინ ესპანურ კლუბში ყველაზე რთული მომენტი გამოიარა, რაც ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვად დაუჯდა. პირველი გამოცდა 21 წლის ფეხბურთელისთვის სევილია იყო, რომელთანაც ღამურები 1:3 დამარცხდნენ. ამ მატჩის შემდეგ, კარის დარაჯის პოზიციები კლუბში შეირყა.

ეჭვები, რომელიც ქართველის მიმართ იყო, ერთი წლის შემდეგ გაქრა. ის კლუბის ხერხემლად იქცა და ახლა უკვე გაუვალ კედლადაც მიიჩნევა. მონდომებისა და თავდაჯერებულობის ხარჯზე, მამარდაშვილმა დიდი ნახტომი გააკეთა წინ და ძირითად შემადგენლობაში დაბრუნების შემდეგ, კიდევ უფრო უკეთ ათამაშდა. შემდეგ, ბორდალასმა თასის ფინალშიც ის დააყენა.

ამ დამაჯერებელი თამაშების შემდეგ, კლუბის წამომადგენლებმა კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებებიც დაიწყეს. ამ პროცესს 4 თვე დასჭირდა, თუმცა საბოლოოდ ქართველმა ესპანურ კლუბთან კონტრაქტი მაინც გააფორმა და საკუთარი თავი სან მამესს 2027 წლამდე დაუკავშირა. ეხლა თავისუფლად ითქმის, რომ (თითქმის) 22 წლის მეკარე ლა ლიგაში საუკეთესოებშია."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი