ინგლისური გამოცემა The Sun Football ბრუნო ფერნანდეშის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
ამბავი პორტუგალიელი ნახევარმცველის "სპორტინგიდან" "პრემიერ ლიგაში" ტრანსფერს შეეხება, რომელიც შეიძლებოდა სულაც არ ყოფილიყო ისეთი, როგორიც საბოლოოდ ვიხილეთ.
"როდესაც პორტუგალიაში ვთამაშობდი, ნათლად მსურდა "პრემიერ ლიგაში" გადაბარგება. მაურისიო პოჩეტინოს ჩემი "ტოტენჰემში" ხილვა უნდოდა. მათ კარგი შემოთავაზება გაუკეთეს "სპორტინგს", თუმცა ჩემმა მაშინდელმა კლუბმა ჩემს შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთა. მთავარი ისაა, რომ "სპორტინგის" პრეზიდენტმა, ფრედერიკო ვარანდასმა ამ ყველაფრის შესახებ არასწორ დღეს მითხრა, მაშინ, როდესაც "ტოტენჰემის" შემოთავაზებისთვის უარი უკვე ნათქვამი ჰქონდათ, ამაზე ძალიან გავბრაზდი" - ბრუნო ფერნანდეში.
ნამდვილად საინტერესო იქნებოდა პორტუგალიელის ხილვა სონისა და ჰარი კეინის გვერდით..