"ხვიჩას თავში მხოლოდ დრიბლინგი ჰქონდა" | კვარაცხელიას პირველი მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"ხვიჩას თავში მხოლოდ დრიბლინგი ჰქონდა" | კვარაცხელიას პირველი მწვრთნელი

"ხვიჩას თავში მხოლოდ დრიბლინგი ჰქონდა" | კვარაცხელიას პირველი მწვრთნელი
3-01-2023, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურმა გაზეთმა, La Reppublica-მ ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა.

საინტერესოა, რომ იტალიურმა გამოცემამ დინამოს აკადემიის მწვრთნელის, ლადო კაკაშვილის კომენტარიც ჩაწერა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას პირველი მწვრთნელი იყო:

"ხვიჩას ბავშვობაში თავში მხოლოდ დრიბლინგის სურვილი უტრიალებდა, ეს მისი ბავშვური აკვიატება იყო. 13 წლის ასაკში, კვარაცხელია ფლანგის, შედარებით დაცვითი ტიპის ფეხბურთელად გადავაქციე, მას კი აბსოლუტურად ყველა მცველის იდეალურად ესმოდა." - ლადო კაკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია და მისი ნაპოლი იტალიის სერია A-ს ხვალ, ინტერთან დაპირისპირებით განაახლებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.