მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების და იტალირუი ნაპოლის ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთმა ქართულმა კომპანიამ დამცავ კონტრაცეფციულ საშუალებაზე, ე.წ "პრეზერვატივზე" გამოსახა.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, თამარ ჩერგოლეიშვილიც გამოეხმაურა:
"მეგობრებო, ჩვენ ყველას გვყავს საყვარელი ვარსკვლავები.
მუსიკოსები, სპორტსმენები, რელიგიური ლიდერები, მეცნიერები, ავტორები, რეჟისორები, პოლიტიკოსები …
ეს ადამიანები არიან საჯარო პირები.
ჩვენ შეიძლება ძალიან გვწყინდეს როდესაც ვარსკვლავს დასცინიან, მაგრამ ეს არის ფასი, რაც საჯარო ცხოვრება ჯდება.
რაც დიდი ხარ, მით ხმამაღალია დაცინვაც იმიტომ რომ ვარსკვლავის წონა ანიჭებს ხმას.
ხვიჩა კვარაცხელია უკვე არის დიდი ფეხბურთელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მისი შეხედულებები ყველას მოეწონება, გარდაუვალია რომ მასაც დასცინებენ, ზუსტად ისე, როგორც მესის, რონალდუს, ან რომელიმე მეგა ვარსკვლავს.
და ახლა თქვენ თუ ამაზე კრიჭა შეგეკრათ, არ ივარგებს", - წერს თამარი.