კვარაცხელია, მამარდაშვილი, მუდრიკი... - პოსტსაბჭოთა სივრცის სიმბოლური გუნდი » სპორტის ხაზი

კვარაცხელია, მამარდაშვილი, მუდრიკი... - პოსტსაბჭოთა სივრცის სიმბოლური გუნდი

კვარაცხელია, მამარდაშვილი, მუდრიკი... - პოსტსაბჭოთა სივრცის სიმბოლური გუნდი
29-12-2022, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილმა ინტერნეტ-პორტალმა "ტრანსფერმარკტმა" პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეებისგან სიმბოლური გუნდი შეადგინა.

11 ფეხბურთელიდან 7 უკრაინას წარმოადგენს, ორ-ორი - რუსეთს და საქართველოს. ალბათ, იოლი მისახვედრია, რომ ეს ორი ქართველი გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელიაა.

სიმბოლური გუნდის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი "ნაპოლის" ქართველი ფორვარდი, ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის სატრანსფერო ფასი 60 მილიონი ევროა. კვარაცხელიას მოსდევს დონეცკის "შახტარის" შემტევი მიხაილო მუდრიკი (40 მილიონი ევრო), რომელიც მალე, ალბათ, "არსენალის" ფეხბურთელი გახდება.

რაც შეეხება მამარადაშვილს, "ვალენსიას" კარის დარაჯი 25 მილიონი ევრო ღირს. "ტრანსფერმარკტის" სიმბოლური ნაკრები სრული სახით ასე გამოიყურება:

მეკარე - გიორგი მამარდაშვილი

მცველები - ვიტალი მიკოლენკო , ილია ზაბარნი , ნიკოლაი მატვიენკო

ნახევარმცველები - ალექსანდრ ზინჩენკო , არსენ ზახარიანი , ალექსანდრ გოლოვინი , რუსლან მალინოვსკი

თავდამსხმელები - მიხაილო მუდრიკი , ხვიჩა კვარაცხელია , ვიქტორ ციგანკოვი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი