შესაძლოა, ემი მარტინეზი “ასტონ ვილადან” გაუშვან » სპორტის ხაზი

შესაძლოა, ემი მარტინეზი “ასტონ ვილადან” გაუშვან

შესაძლოა, ემი მარტინეზი “ასტონ ვილადან” გაუშვან
27-12-2022, 10:39
Aa Aa
გაზიარება:

აწ უკვე გასული მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთ უმთავრეს გმირს, ემილიანო მარტინესს შეიძლება კლუბის შეცვლა მოუწიოს.

ამას ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციიდან ვხვდებით. წერენ, რომ "ასტონ ვილას" თავკაცს, უნაი ემერის არგენტინელ მეკარესთან თანამშრომლობა არ სურს. ემერის მისი სკანდალური ქცევები არ მოსწონს და ფიქრობს, რომ ეს გუნდზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს.

დასახელდა მარტინესის სავარაუდო შემცვლელიც - ინგლისელებმა თვალი "სევილიას" კიპერს, იასირ ბონოს დაადგეს. როგორც გახსოვთ, ბონოსაც არანაკლებ შთამბეჭდავი მუნდიალი ჰქონდა და მაროკოს ნაკრებთან ერთად ნახევარფინალსაც უწია.

რაც შეეხება ემილიანოს, ნაკლებსავარაუდოა, რომ მას მსურველი არ გამოუჩნდეს. ბოლო კლუბი, რომელსაც 30 წლის მეკარე დაუკავშირეს, მიუნხენის "ბაიერნი" გახლდათ. ინგლისში დაბრუნების შემდეგ დიბუ ემერის გაესაუბრება და მისი მომავალიც ამის შემდეგ გაირკვევა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 მატჩში არგენტინელმა 27 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი