ყველაფერი დასრულდა? - პელეს ქალიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს » სპორტის ხაზი

ყველაფერი დასრულდა? - პელეს ქალიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს

ყველაფერი დასრულდა? - პელეს ქალიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს
24-12-2022, 14:09
Aa Aa
გაზიარება:

მას შემდეგ, რაც ფეხბურთის 'მეფე' ნოემბრის ბოლოს ალბერტ აინშტაინის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს, მისი ჯამრთელობა დღითი დღე უარესდება.

მიუხედავად მამის ძალიან ცუდი მდგომარეობისა, ბრაზილიელის ქალიშვილს, კელი ნასიმენტოს მაინც რჩება იმედი იმისა, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი გამოჯამრთელდება და ოჯახს დაუბრუნდება.

თუმცა, ყველაფერი ამის საპირისპიროდ ვითარდება და როგორც ექიმები აცხადებენ პელეს მდგომარეობა გაუარესდა. 82 წლის ბრაზილიელი მკურნალობაზე აღარ რეაგირებს. ის მხოლოდ პალიატიურ დახმარებას იღებს, რათა ეს ყველაფერი მას სუნთქვასა და ტკივილის შესამსუბუქებლად დაეხმაროს.

ყველაფერი დასრულდა? - პელეს ქალიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს

"კიდევ ერთი ღამე ერთად, ჩვენ ისევ აქ ვართ, ბრძოლაში და რწმენის იმედით" - ავრცელებს პოსტს სოციალურ ქსელში კელი ნასიმენტო

პელეს ქალიშვილმა ამავე პოსტში მადლობა გადაუხადა თითოეულ გულშემატკივარს, ვინც ბრაზილიელის ჯამრთელობის მდგომარეობით ინტერესდება.

"ჩვენ, როგორც ყოველთვის, მადლობელი ვართ იმ სიყვარულისთვის, რომელსაც თქვენ გვიზიარებთ ბრაზილიაში და მთელ მსოფლიოში. თქვენი სიყვარული მისდამი, თქვენი ისტორიები და თქვენი ლოცვები უზომოდ გვანუგეშებს, რადგან ვიცით, რომ მარტო არ ვართ."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი