"როდესაც მძლავრი ემოცია გაქვს, ხანდახან რთულია აკონტროლო ის" | ემილიანო მარტინესს მწვრთნელი აკრიტიკებს? » სპორტის ხაზი

"როდესაც მძლავრი ემოცია გაქვს, ხანდახან რთულია აკონტროლო ის" | ემილიანო მარტინესს მწვრთნელი აკრიტიკებს?

"როდესაც მძლავრი ემოცია გაქვს, ხანდახან რთულია აკონტროლო ის" | ემილიანო მარტინესს მწვრთნელი აკრიტიკებს?
29-12-2022, 16:15
Aa Aa
გაზიარება:

1986 წლის შემდეგ, არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი პირველად მოიგო, ისტორიაში კი მუნდიალის ტიტულს სამხრეთ ამერიკელები მესამედ დაეუფლნენ.

მიუხედავად ასეთი მასშტაბური წარმატებისა, გულშემატკივრების განხილვის საგანი არგენტინის ნაკრებისა და ასტონ ვილას პირველი ნომერი, ემილიანო მარტინესი გახდა, რომელიც თავისი უცნაური და შეიძლება ითქვას, უხამსი ჟესტებით მთელი მუნდიალის განმავლობაში გამოირჩეოდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება მარტინესის მწვრთნელს, უნაი ემერის სთხოვეს, რომელიც არგენტინელ მეკარეს ასტონ ვილაში უძღვება:

"მე არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს ვესაუბრე და მსგავსი ტიპის ექსცესიები ჩემთვის არანორმალურია, ვფიქრობ, რომ ის სპორტულ კონტექსტში არ ჯდება. ამის საპირისპიროდ, კილიან მბაპეს საქციელი სამაგალითო იყო."

"ხანდახან რთულია მოთოკო მძლავრი ემოციები, ეს გასაგებია. ემილიანოს აუცილებლად გავესაუბრები, თუმცა ჯერ ის ნაკრებთან ერთად იმყოფება და ამას პატივი უნდა ვცეთ. მთელი ასტონ ვილა ამაყობს მისით, ის ხომ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ახლა, გვსურს, რომ მან დაისვენოს, შემდეგ კი დაგვიბრუნდეს და საქმეს ერთად შევუდგეთ. ჩვენ მოუთმენლად ველით ემილიანოს გუნდში დაბრუნებას."
- თქვა უნაი ემერიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი