სამწუხარო ინფორმაცია - 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა » სპორტის ხაზი

სამწუხარო ინფორმაცია - 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

სამწუხარო ინფორმაცია - 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა
23-12-2022, 15:20
Aa Aa
გაზიარება:

1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 'ფულემის' ლეგენდა, ჯორჯ კოენი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ talkSport-მა დაადასტურა.

კოენმა მისი კარიერის მთლიანი პერიოდი 'ფულემში' გაატარა, ინგლისის ნაკრების რიგებში კი 37 თამაში მოიგო, მათ შორის გადამწვეტი შეხვედრა 1966 წელს, დასავლეთ გერმანიის წინააღმდეგ, რომელმაც ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონი გახადა.

'ფულემი' ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოემაურა : "ფულემში ყველა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი ლეგენდის ჯორჯ კოენის გარდაცვალების შესახებ"

დამატება: კოენის დებიუტი ნაკრებში 1964 წელს შედგა ურუგვაის წინააღმდეგ, სადაც ინგლისის ნაკრებმა დამაჯერებლად იმარჯვა.

სამწუხარო ინფორმაცია - 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

კოენმა 2000 წელს რაინდის წოდებაც მიიღო

ერთხელ 'მანჩესტერ იუნაიტედის' ლეგენდამ, ჯორჯ ბესტმა ყველაზე რთული მეტოქე უწოდა, ვის წინააღმდეგაც უთამაშია, ხოლო ინგლისის ყოფილმა მწვრთნელმა, სერ ალფ რამსიმ ის ქვეყნის საუკეთესო მარჯვენა მცველად მოიხსენია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი