"არის, თუ არა ხვიჩა საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი? - ვფირობ, რომ..." | ვილი სანიოლი » სპორტის ხაზი

"არის, თუ არა ხვიჩა საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი? - ვფირობ, რომ..." | ვილი სანიოლი

"არის, თუ არა ხვიჩა საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი? - ვფირობ, რომ..." | ვილი სანიოლი
20-12-2022, 15:48
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ვინგერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა La Gazzetta dello Sport-ის ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი შემტევი საუკეთესოობისთვის ყველაფერს აკეთებს:

"ხვიჩა კვარაცხელიას ბოლოდროინდელი შედეგები და თამაშის ხარისხი უამრავი ადამიანის ყურადღებას იპყრობს. ხვიჩას ყოველთვის ჰქონდა მაგარი შედეგები, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში სტატისტიკას გამძაფრებით ითვლიან, კვარაცხელიამ კი, ამ ასპექტშიც საოცრად მოუმატა. სიმართლე გითხრათ, ხვიჩასგან წარმატებით გამოსვლას ველოდი კიდეც, თუმცა თუ ამდენს მიაღწევდა როგორც იტალიაში, ისე ჩემპიონთა ლიგაში, ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი."

"ხვიჩა კვარაცხელია ამბიციური და მიზანდასახული ბიჭია, რასაც ის როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმაც ავლენს. ხვიჩამ თავისი სათამაშო არსენალის ბევრი კომპონენტი და ელემენტი დააბალანსა, რათა საუკეთესო გახდეს. რეალურად, ბევრი მოთამაშე არსებობს მსოფლიოში, რომლებსაც კარგი მონაცემები აქვთ, თუმცა საუკეთესოობისთვის მაქსიმუმს არ აკეთებენ, ხვიჩა კი აქაც გამორჩეულია."
- თქვა სანიოლმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი