გამოიკვეთა სამი ვარიანტი - მესი მომავალზე უნდა დაფიქრდეს და გადაწვეტილება მიიღოს » სპორტის ხაზი

გამოიკვეთა სამი ვარიანტი - მესი მომავალზე უნდა დაფიქრდეს და გადაწვეტილება მიიღოს

გამოიკვეთა სამი ვარიანტი - მესი მომავალზე უნდა დაფიქრდეს და გადაწვეტილება მიიღოს
22-12-2022, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

ოცნების ასრულებისა და მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ფეხბურთელები საკლუბო ჩემპიონატს უბრუნდებიან. მთავარი განსახილვევი საკითხი კი რონალდუსთან ერთად ლეო მესის მომავალია, რომელსაც სეზონის ბოლოს 'პსჟ' - სთან კონტრაქტი უმთავრდება.

არგენტინელს სამი ვარიანტი აქვს : 'ბარსელონაში' დაბრუნება და ბოლო ცეკვა ; 'პსჟ' -სთან კონტრაქტის გახანგრძილევება, ან ამერიკაში წასვლა და 'ინტერ მაიამიში' გამოსვლა.

ბოლო ცეკვა 'ბარსელონაში' ?


გამთენიისას 'ბარსელონას' პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ტვიტერზე კატალონიურად გამოაქვეყნა: "გილოცავ, ლეო! შენ ამას იმსახურებ. ფეხბურთმა ეს მომენტი გაჩუქა."

ბლაუგრანას პრეზიდენტი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე დასწრებას და იქ მესისთან სამომავლო გეგმებზე საუბარს აპირებდა, თუმცა როგორც მედიაში იწერება ლაპორტამ ბოლო წუთს ესპანეთში დარჩენა გადაწყვიტა. ვიცით, რომ მესის და ჟუანს იდეალური ურთიერთობა არ აქვს, თუმცა ლეომ იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბარსელონა მის ცხოვრებაში.

გამოიკვეთა სამი ვარიანტი - მესი მომავალზე უნდა დაფიქრდეს და გადაწვეტილება მიიღოს

მესიმ 'ბარსელონაში' ყოფნისას 35 ტიტული მოიგო


ძველი მეგობრები და ამერიკა


მესის მთავარი სურვილი კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატის მოგება იყო, ამიტომ იგი საკლუბო ფეხბურთში მნიშვნელოვან ცვილილებებს არ გეგმავდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი მუნდიალს დაეუფლა, 35 წლის შემტევს შეუძლია კარიერის ბოლო წლები 'ინტერ მაიამიში' გაატაროს. 'მანჩესტერ იუნაიტედის' ლეგენდა, დევიდ ბექჰემი არ მალავს მესის მიმართ ინტერესს და მას ამერიკაში თამაშის სანაცვლოდ სასურველ კონტრაქტს პირდება.

აქვე აღსანიშნავია, რომ მესის ყოფილი თანაგუნდელი, სერხიო ბუსკეცი კარიერას 'მაიამიში' გააგრძელებს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფეხბურთელის ერთ-ერთ საუკეთესო მეგობართან, ლუი სუარესთანაც.


მესის შეუძლია კარიერის ბოლო წლები ამერიკაში გაატაროს


პარიზში კიდევ ერთი წლით..


მუნდიალის დასრულების შემდეგ, 'პსჟ'- ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმ განაცხადა, რომ ლეო მესი კლუბის დატოვებას არ აპირებს და იგი სეზონის განახლებას ელოდება.

არ არის ცნობილი, სიმართლეს შეესაბამება თუ არა ეს ფაქტი, თუმცა ნათელია, რომ მესის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, მონატრებული ჩემპიონთა ლიგის მოგების სურვილი ექნება.


ლეომ ბოლოს ჩემპიონთა ლიგა 2015 წელს მოიგო


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი