თორნიკე შენგელიამ იფრინა და მისმა გუნდმა მოიგო | დეტალები » სპორტის ხაზი

თორნიკე შენგელიამ იფრინა და მისმა გუნდმა მოიგო | დეტალები

თორნიკე შენგელიამ იფრინა და მისმა გუნდმა მოიგო | დეტალები
19-12-2022, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა და ვირტუს ბოლონიას ქართველმა მოთამაშემ, თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონატში გამორჩეული მატჩი ჩაატარა.

აღნიშნულ დაპირისპირებაში თორნიკე შენგელიას გუნდი, ვირტუს ბოლონია ბრეშას ესტუმრა და მეტოქე 89:77 დაამარცხა.

სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი მატჩს ძირითადი შემადგენლობიდან იწყებდა. ჯამურად, თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 25 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 13 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

ცნობისთვის, თორნიკე შენგელია და მისი ვირტუს ბოლონია იტალიის ჩემპიონატის ლიდერები არიან. ისინი მომდევნო შეხვედრას 26 დეკემბერს პეზაროსთან გამართავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი