ოფიციალურად | რჩება თუ არა გარეთ საუთგეიტი ინგლისის ნაკრებში? » სპორტის ხაზი

ოფიციალურად | რჩება თუ არა გარეთ საუთგეიტი ინგლისის ნაკრებში?

ოფიციალურად | რჩება თუ არა გარეთ საუთგეიტი ინგლისის ნაკრებში?
18-12-2022, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, ინგლისის ნაკრები 1/4 ფინალში საფრანგეთთან წაგების შემდეგ გავარდა, რომლის მერეც კითხვა, დარჩება თუ არა გარეთ საუთგეიტი ნაკრებში მორიგ ჯერზე გააქტიურდა.

მსოფლიოს მასშტაბით არაერთი გულშემატკივარი მოითხოვდა საუთგეიტის უფრო მაღალი დონისა და დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტით ჩანაცვლებას, თუმცა ინგლისელებმა სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღეს - გარეთ საუთგეიტი ინგლისის ნაკრებში ევრო 2024-მდე ოფიციალურად დარჩება.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ინგლისის ნაკრების ახალ მწვრთნელად, ამ ეტაპისთვის თავისუფალი და უმუშევარი თომას ტუხელი მოიაზრებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, საუთგეიტისთვის გაცემული ნდობის მარაგი ჯერ ისევ არ ამოწურულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი