"მზად ხარ თავი გაწირო და როდესაც ხედავ ხალხი არ მოდის, საწყენია", - შარიქაძე სუპერ თასის წინ » სპორტის ხაზი

"მზად ხარ თავი გაწირო და როდესაც ხედავ ხალხი არ მოდის, საწყენია", - შარიქაძე სუპერ თასის წინ

"მზად ხარ თავი გაწირო და როდესაც ხედავ ხალხი არ მოდის, საწყენია", - შარიქაძე სუპერ თასის წინ
16-12-2022, 22:28
Aa Aa
გაზიარება:

‘შავი ლომი’ მაისში, პორტუგალიაში მოპოვებულ ტიტულს 17 დეკემბერს თბილისში, „ავჭალაზე“ დაიცავს. მისი მეტოქე ისრაელის ‘თელავივ ჰითი’ იქნება, თამაში კი 16:00 საათზე დაიწყება.

საკუთარ მოედანზე თამაშის მთელი ეშხი სწორედ ისაა, რომ ტრიბუნაზე გულშემატკივარი მოდის. ეს გაძლევს ენერგიას, ხალისს, მოტივაციას, ატმოსფეროს ქმნის… მოედანზე რომ გადიხარ, მზად ხარ თავი გაწირო და როდესაც ხედავ ხალხი არ მოდის, საწყენია“ – განაცხადა რაგბის ევროპის სუპერ თასის ფინალური შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ‘შავი ლომის’ კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ.

აღსანიშნავია, რომ ‘ჰითი’ ერთადერთი გუნდია, რომელთანაც წელს ‘შავ ლომს’ არ მოუგია.

შარშანდელ და წლევანდელ ‘ჰითს’ შორის განსხვავება ცა და დედამიწაა. მათ დაამტკიცეს, რომ ძალიან კარგი გუნდი ყავთ, რომელიც ფაქტობრივად ბარბაროსებს წარმოადგენს. გუნდი ფიჯელი და სამხრეთ აფრიკელი, მაღალი დონის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, მათ შორის არიან ფიჯელი ოლიმპიური ჩემპიონები. დაძაბული, ურთულესი მატჩი გველოდება და იმედია ამოცანას წარმატებით გავართმევთ თავს“ – აღნიშნა შარიქაძემ.

წყარო: rugby.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი