როგორც დღეს გაირკვა, 2025 წლიდან ახალი, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი აიღებს სტარტს, სადაც მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს.
აღნიშნული ინფორმაცია ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ გაავრცელა:
"ახალი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 2025 წელს აიღებს და მასში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ეს ტურნირი იგივე პრინციპით ჩატარდება, როგორც ნაკრებებს შორის მსოფლიო ჩემპიონატები ტარდება", - განაცხადა ინფანტინომ.