მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად, არაერთი კლუბი ამხანაგურ შეხვედრებს მართავს, რათა სეზონის განახლებას კარგ კონდიციებში შეხვდნენ.
სწორედ ასე, ნაპოლიმ ამ დროის განმავლობაში, ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. პირველ ჯერზე, ნეაპოლელებმა ანტალიასპორს, მეორეზე კი კრისტალ პალასს აჯობეს.
ამჯერად კი, ლუჩანო სპალეტის გუნდი 17 დეკემბერს ვილიარეალს, ხოლო 4 დღეში საფრანგეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ ლილს დაუპირისპირდება.