ირვინგ ლოზანო პრემიერ ლიგის გრანდში მიდის? | დეტალები » სპორტის ხაზი

ირვინგ ლოზანო პრემიერ ლიგის გრანდში მიდის? | დეტალები

ირვინგ ლოზანო პრემიერ ლიგის გრანდში მიდის? | დეტალები
13-12-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

ბრიტანული Daily Mirror წერს, რომ იურგენ კლოპის ლივერპულს, ნაპოლისა და მექსიკის გარემარბის, ირვინგ ლოზანოს დამატება სურს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ლივერპულელები ლოზანოს წაყვანას არა ზაფხულში, არამედ ახლა, ზამთარშივე შეეცდებიან, რათა კლუბში არსებული ტრავმიანობა რამენაირად მოაგვარონ.

ცნობისთვის, მექსიკელ შემტევს ნაპოლისთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს, ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება 28 მილიონი ევროა. რაც შეეხება მის მონაგარს, ლოზანომ ამ სეზონში ნაპოლის მაისურით 19 შეხვედრა გამართა, სადაც მან 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი