"არგენტინელები საკუთარი ხალხისთვის თამაშობენ" | ლიონელ სკალონი » სპორტის ხაზი

"არგენტინელები საკუთარი ხალხისთვის თამაშობენ" | ლიონელ სკალონი

"არგენტინელები საკუთარი ხალხისთვის თამაშობენ" | ლიონელ სკალონი
12-12-2022, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, 23:00 საათზე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პირველი 1/2 ფინალური შეხვედრა ზლატკო დალიჩის ხორვატიასა და ლიონელ სკალონის არგენტინას შორის შედგება, რომლის წინაც სამხრეთ ამერიკელთა დამრიგებელმა პრესკონფერენცია გამართა და ხვალინდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა:

"არგენტინას თამაშისა და მოქმედების გამორჩეული სტილი აქვს. ჩვენ ყოველთვის გვაქვს ერთმანეთთან დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავამარცხოთ ხვალინდელი მეტოქე. მიზანი, ცხადია, ისევ ის იქნება, რაც ყოველთვის გვქონდა - გამარჯვება, ამას კი ყველა ეპიზოდში კარგი თამაშით დავამტკიცებთ."

"არგენტინელები ყოველთვის საკუთარი ოჯახებისა და ხალხისთვის თამაშობენ, ეს ჩვენი უდიდესი ძალაა. გულშემატკივრების მადლობლები ვართ, მათ ჩვენს ზრდაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. რაც შეეხება ხორვატიას, მათი სტილი არც დაცვა და არც შეტევაა, ისინი ყველა პოზიციაზე თანაბრად კარგად თამაშობენ და მათი დამარცხება რთული იქნება. ხორვატებს ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ, ამიტომ რთულ შეხვედრას ველით. 2018 წელს მათთან 0-3 წავაგეთ, თუმცა იმის მერე არგენტინა მოდიფიცირდა, ამიტომ ხვალ სხვა სცენარი იქნება."
- ლიონელ სკალონი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.