"ხვიჩა მბაპესა და მესის აღემატება" | TUTTOSPORT-ის ყოფილი დირექტორი » სპორტის ხაზი

"ხვიჩა მბაპესა და მესის აღემატება" | TUTTOSPORT-ის ყოფილი დირექტორი

"ხვიჩა მბაპესა და მესის აღემატება" | TUTTOSPORT-ის ყოფილი დირექტორი
12-12-2022, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

Radio Marte-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიაზე Tuttosport-ის ყოფილმა დირექტორმა, პაოლო დე პაოლამ ისაუბრა, რომელმაც ქართველი ფეხბურთელი ისეთ ვარსკვლავებს შეადარა, როგორებიც ლიონელ მესი და კილიან მბაპე არიან:

"ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებული უნარების მქონე ბიჭია. მასში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ თამაში ორივე ფეხით იდეალურად გამოსდის და მეტოქის გაბრუება ორივე მიმართულებით შეუძლია, რაშიც ხვიჩა მბაპესა და მესის აღემატება. მბაპე კვარაცხელიაზე სწრაფია, სამაგიეროდ, ხვიჩას მასზე კარგად გამოსდის ბურთის ფეხებში დამალვა."

"სინამდვილეში, ძალიან რთულია ხვიჩას მონაცემები რომელიმე სხვა ფეხბურთელს შეადარო. იმედი მაქვს, რომ თავმდაბლობას ხანგრძლივად შეინარჩუნებს, ბოლოს კი ჩემპიონობასაც მიაღწევს. ის ძალიან მაგარი ფეხბურთელია და ამის სრული პოტენციალი აქვს."
- პაოლო დე პაოლა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.