"ლუის ენრიკეს სამომავლო კარიერის გეზი ცნობილია" | ფაბრიციო რომანო » სპორტის ხაზი

"ლუის ენრიკეს სამომავლო კარიერის გეზი ცნობილია" | ფაბრიციო რომანო

"ლუის ენრიკეს სამომავლო კარიერის გეზი ცნობილია" | ფაბრიციო რომანო
9-12-2022, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

ლუის ენრიკესა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების გზები მას შემდეგ გაიყარა, რაც ლუჩომ მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8 ფინალში ვალიდ რეგრაგის მაროკოს ნაკრების ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო და ტურნირს პენალტების სერიაში გამოეთიშა.

შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებს ტოვებდა, რომელიც ეროვნულ გუნდში ლუის დე ლა ფუენტემ ჩაანაცვლა. რაც შეეხება ენრიკეს, მისი სამომავლო კარიერის შესახებ, ინფორმაცია იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ გაავრცელა:

"ლუის ენრიკემ სანაკრებო ფეხბურთი დატოვა და ის მზადაა, რომ ძალები კვლავ საკლუბო დონეზე მოსინჯოს." - ცნობისთვის ლუის ენრიკე საკლუბო ფეხბურთში ბოლოს ბარსელონაში იყო, რომელიც ესპანელმა სპეციალისტმა 2017 წელს დატოვა, მანამდე კი, მას ნამუშავები რომასა და სელტა ვიგოში ჰქონდა.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ჩემპიონატში მოსინჯავს ძალებს ლუის ენრიკე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი