ერეკლე თავბერიძე ევროპის ჩემპიონია – ქართველმა ფალავანმა ფინალი 9:0 მოიგო » სპორტის ხაზი

ერეკლე თავბერიძე ევროპის ჩემპიონია – ქართველმა ფალავანმა ფინალი 9:0 მოიგო

ერეკლე თავბერიძე ევროპის ჩემპიონია – ქართველმა ფალავანმა ფინალი 9:0 მოიგო
11-06-2025, 01:17
Aa Aa
გაზიარება:

ჩრდილოეთ მაკედონიაში მიმდინარე 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ მორიგი წარმატება მოიპოვა. 65 კგ წონით კატეგორიის ფინალში ქართველი ფალავანი ერეკლე თავბერიძე დაუპირისპირდა სომხეთის წარმომადგენელს, იანეს ნაზარიანს, და დაპირისპირება დამაჯერებელი ანგარიშით – 9:0 მოიგო. თავბერიძემ მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა და შეხვედრა ტექნიკური უპირატესობით დაასრულა.

მოჭიდავემ, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სპორტსმენად ითვლება, კარიერაში მეოთხედ გახდა კონტინენტის ჩემპიონი, რაც გამორჩეული მიღწევაა ასაკობრივ ჭიდაობაში.

ბრინჯაოსთვის კი ლუკა მარტიაშვილი ჩაებმება ბრძოლაში. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ოპტიმისტურად უყურებს დარჩენილ დაპირისპირებებს და იმედოვნებს, რომ გუნდური ჩათვლაც წარმატებით დასრულდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი