"სიკვდილიც ცხოვრების ნაწილია" | როგორ პასუხობს კატარი მუშების დაღუპვას » სპორტის ხაზი

"სიკვდილიც ცხოვრების ნაწილია" | როგორ პასუხობს კატარი მუშების დაღუპვას

"სიკვდილიც ცხოვრების ნაწილია" | როგორ პასუხობს კატარი მუშების დაღუპვას
9-12-2022, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, იქამდე, სანამ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი დაიწყებოდა, კატარის მოწინააღმდეგეების მთავარი არგუმენტი ის გახლდათ, რომ ამავე ქვეყანაში მუნდიალისთვის აგებული სტადიონების მშენებლობის დროს, 6500-მდე მუშა დაიღუპა, რაც, ცხადია, ცივილიზებულ სამყაროს თვალთახედვის მიღმა არ დაუტოვებია.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნასერ ალ ხატერმა, რომელმაც მუშების გარდაცვალება ცინიკური ტონით ახსნა: "ჩვენ უკვე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარი გავიარეთ და ყველაზე მნიშვნელოვან ფაზას მივადექით, თქვენ კი ამაზე არაფრის კითხვა არ გსურთ? - დიახ, მუშები დაიღუპნენ და ეს სამწუხაროა, თუმცა სიკვდილიც ადამიანის არსებობის ბუნებრივი ნაწილია და მისი დრო, შესაძლოა ყველგან დადგეს, როგორც სამსახურში, ისე ძილშიც."

"რაც შეეხება მუშების რაოდენობას, ეს მტკნარი სიცრუეა და არასასიამოვნოა, როდესაც მედია ტყუილის გავრცელებას უწყობს ხელს. ვფიქრობ, ჟურნალისტებიც უნდა დაფიქრდეთ, თუ რატომ გსურთ ამ თემის ასე ჩაძიება ამდენი ხნის შემდეგ." - ნასერ ალ ხატერი.

მოკლედ, კატარში დაღუპული მუშების საკითხთან დაკავშირებით, მსოფლიოში ორი ჯგუფრი არსებობს: ცივილიზებული სამყარო, რომელიც ადამიანის უფლებების მკაცრ დარღვევაზე მიუთითებს და თავად კატარი, რომელიც დანაშაულის აღიარებას არ აპირებს. ცხადია, ადრე თუ გვიან, კითხვები თავად FIFA-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს მისამართითაც იქნება, რაზეც, საინტერესოა, თუ როგორ პასუხებს მივიღებთ..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.